
პატიმრების გაქცევის საქმე - კიდევ ერთი ბადრაგის დაკავებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბადრაგმა პატიმრების განზრახვის სისრულეში მოყვანას ხელი შეუწყო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბადრაგმა სპეციალურ ავტომობილში მსჯავრდებულებისთვის გამოყოფილი სივრცის კარი ღია დატოვა.
გუშინ გახლდათ იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ კომუნიკაცია იყო შემდგარი ბრალდებულსა და გაქცეულ მსჯავრდებულებს შორის. გაქცევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი იქნა დაკავებული, ეს გახლავთ საბადრაგო ჯგუფის წევრი. აღნიშნულმა პირმა არ ჩაკეტა სპეციალურ ავტომანქანაში არსებული სივრცე. ეს იყო მათი იდეა და ის დაეხმარა,“ - ამბობს პროკურორი.
დაკავებული ბადრაგის ვინაობა "პირველებმა" გაარკვია. ბადრაგი, რომელიც გუშინ დააკავეს რევაზ იასაშვილია. დაკავებული ბადრაგი შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.
კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო ცოტა ხნის წინ დასრულდა. კლინიკიდან გაქცეული პატიმრის ძმა, სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს - ავთანდილ თათარაშვილს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.