რეზონანსი
06.11.2023

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 6 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 7 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში უმეტესად უნალექოდ. 7 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. 9 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7 ნოემბრის დილამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან შესაძლოა იწვიმოს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დედოფლისწყარო,): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×