რეზონანსი
06.11.2023

"ძალიან კარგია, რომ საჯარო სექტორში იზრდება ხელფასები, მათ შორის აპარატში იზრდება ხელფასები," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილი დეპუტატებისთვის ხელფასების თითქმის გაორმაგებას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს იმაზე ნაკლები ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ, ვიდრე მაღალი თანამდებობის პირებს, რომელსაც პარლამენტი ნიშნავს.

ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს წევრს აქვს ის ხელფასი, რომელიც არის მესამედი ან მეორედი იმ თანამდებობის პირების, რომელსაც ნიშნავს თავად საკანონმდებლო ორგანო, ბუნებრივია, ეს არის შეუსაბამო. ძალიან კარგია, რომ საჯარო სექტორში იზრდება ხელფასები, მათ შორის აპარატში იზრდება ხელფასები,“ - ამბობს მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×