რეზონანსი
06.11.2023

ხელისუფლებას საბოტაჟი არ გამოუვიდა, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ქართველი ხალხისა და ევროპელების დამსახურება.

„ქართული ოცნების“ წევრები პლენარულ სხდომაზე ფიზიკურად ჩემკენ იწევდნენ და ტექსტი ჰქონდათ, სათაგურია სტატუსი და საქართველოს თავი შეაყოფინეს იმისთვის, რომ ქვეყანა სათაგურში მოხვდესო და ეს ხალხი ჩემზე როგორ ამბობს, რომ სტატუსი არ მინდოდა? სტატუსის საწინააღმდეგო ერთი ციტატა მაინც მაჩვენეთ. მე შევცვალე რიტორიკა? თავად ამბობდნენ, სტატუსი თქვენთვის დაიტოვეთო. ხელისუფლებისთვის სტატუსის მინიჭება სილის გაწნა იქნება. მათ საბოტაჟი და თავისი გეგმა არ გამოუვიდათ. სტატუსს რეკომენდაციების შესრულების გამო არ მოგვანიჭებენ. ნახავთ, რომ ნაწილიც არ იქნება შესრულებული, მოგვანიჭებენ იმის გამო, რომ ეს არ იყოს რუსებისთვის წახალისება და არ იფიქრონ, რომ დასავლეთმა მიატოვა საქართველო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×