რეზონანსი
06.11.2023

საქართველოს იმისთვის, რომ ჰქონდეს პოზიტიური მოლოდინები აქვს ბევრი მიზეზი. ჩვენი ქვეყანა უკვე წლებია ცხოვრობს რეფორმების დღის წესრიგით. ჩვენი არ დაგვიწყია 12 რეკომენდაციის მიღების შემდეგ რეფორმირება ჩვენი ქვეყნის. ჩვენ წლებია ვახორციელებთ რეფორმას. ეს რეფორმები ასახულია შესაბამისად ჩვენი ასოცირების დღის წესრიგში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ გაითვალისწინონ ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება ოკუპაციის ფონზე და როდესაც ამის ფონზე ქვეყანა მსგავსი ტიპის მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებს ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დიდი სურვილია და ძალისხმევა იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ევროკავშირს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან მოტივირებული და პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის სურვილი და ჩვენ ეს დიდი მანდატი გვაძლიერებს იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×