რეზონანსი
06.11.2023

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახმელეთო ჯარებმა წუხელ ღაზის სექტორში „ჰამასის“ საგუშაგო დაცვა აიღეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, საგუშაგო მოიცავდა „ჰამასის“ სადამკვირვებლო პუნქტებს, საწვრთნელ ტერიტორიებსა და მიწისქვეშა გვირაბებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წუხელ „ჰამასის“ რამდენიმე წევრისა და საველე მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ამასთან, ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში დარტყმა მიაყენეს „ჰამასის“ 450-ზე მეტ სამიზნეს, მათ შორის გვირაბებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებ პოზიციებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი ავიადარტყმის დროს „ჰამასის“ სპეცოპერაციების ხელმძღვანელი, ჯამალ მუსა დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×