რეზონანსი
06.11.2023

ათობით მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით, ბუდაპეშტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 32 წლის მამაკაცს ბრალი ედება ადამიანთა კონტრაბანდულ გადაყვანაში. საუბარია თურქეთის და ავღანეთის 65 მოქალაქეზე, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიყვანეს და შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფი, არალეგალების გერმანიაში გადაყვანას გეგმავდა.

საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულია თურქეთის ერთი მოქალაქეც. მიგრანტები ამბობენ, რომ ბუდაპეშტში მათ ტელეფონები წაართვეს და საქართველოს მოქალაქემ ისინი ერთ-ერთ ბინაში გამოკეტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×