რეზონანსი
06.11.2023

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებით სარგებლობს.

მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება საგამოძიებო უწყება საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელს.

1-ელ ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. 2 ნოემბმერს იუსტიციის მინიტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა.

იმედინიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×