რეზონანსი
06.11.2023

თბილისში საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გაქურდეს. წაღებულია ბუცები, ფორმები და გეტრები. მძარცველმა სავარჯიშო და სათამაშო ეკიპირებასთან ერთად, სტადიონის გასახდელიდან ძვირადღირებული მოწყობილობებიც წაიღო.

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს რამდენიმე დღეში ნახევარფინალი აქვთ, თუმცა სპორტსმენები სათამაშო ფორმების გარეშე არიან დარჩენილნი.

ქურდობის ფაქტი დაადასტურეს კლუბ "საბურთალოს" პრესსამსახურშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×