რეზონანსი
01.11.2023

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ტრაილერი ორ ქვეითს დაეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შეჯახების შემდეგ ერთი ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა.

ავარიის გამო გზის ამ მონაკვეთზე ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო საცობი იყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×