რეზონანსი
31.10.2023

ლოს-ანჯელესში იკვლევენ ახალგაზრდა მოდელის, მალისა მუნის გარდაცვალების მიზეზს, რომლის ცხედარი მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს. CBS-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ჯერ კიდევ სექტემბერში მოხდა, პოლიცია მკვლელს ვერ პოულობს, თუმცა გამოძიება გრძელდება.

მალისას ბინამ მაშინ  მიიპყრო პოლიციის ყურადღება, როდესაც მან ნათესავებთან ურთიერთობა შეწყვიტა. რამდენიმე დღის შემდეგ კარი გააღეს და საშინელი სურათი აღმოაჩინეს: მაცივრის ირგვლივ სისხლის ლაქები იყო, შიგნით კი - თასმებითა და ტანსაცმლით შეკრული გოგონას ნაცემი სხეული და პირში ჩაკეცილი ჩვარი. სიკვდილი მაშინვე ძალადობრივად იქნა აღიარებული.

როგორც მოგვიანებით მისმა დამ, ჟორდინ პაულინმა თქვა, მალისა ორსულად იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გოგონამ ძლიერი ნარკოტიკი გამოიყენა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზარალებულს აღენიშნება ჭრილობები და სისხლჩაქცევები თავის, კისრის, სხეულის, ხელებისა და ფეხების არეში.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×