
ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "უძინართა მზის" ვარსკვლავი დათო კაზიშვილი მდუმარე ბერია და მას ფინანსურად ძალიან უჭირს. საზოგადოების ნაწილმა მისთვის ფულის შეგროვება გადაწყვიტა. მან "ამბებთან" საუბარში აღნიშნა, რომ საერო ცხოვრებით ცხოვრობს და ახლა ოჯახი ჰყავს. დათო საზოგადოებას მადლობა უხდის ყურადღებისთვის, მაგრამ მისი თქმით, ფინანსური დახმარება არ სჭირდება.
„არ ვარ მდუმარებაში და არც ბერი ვარ. ბევრად უფრო კომფორტულად ვცხოვრობ, ვიდრე ვიმსახურებ. არაფერი არ მიჭირს, მადლობა ღმერთს. ყველაფერი პირიქითა... დიახ, გორში ვცხოვრობ, აქ ცოლ-შვილი მყავს, შემიყვარდა და შევრჩი აქაურობას.
სპორტსმენი გახლავართ, შესაბამისად, ახლა კრივის მწვრთნელი ვარ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ხალხს მადლობა გადაეცით, მიხარია, რომ ვახსოვარ, დახმარებისთვის არ შეწუხდნენ, დიდი მადლობელი ვარ", - განაცხადა მან.
დათო კაზიშვილს სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან - 23 წლის გოგონა ნიკი.
მეორედ დაოჯახების შემდეგ დათოს თეკლა შეეძინა. მონასტერში წასვლას და ბერად აღკვეცის გადაწყვეტილებას მაშინ მსახიობი სწორედ თეკლას დედასთან განშორებას უკავშირებდა, რადგან ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა...
ბერობის გზიდან ერისკაცობაში დაბრუნდა და რამდენიმე წლის წინ მესამედ დაოჯახდა. დათო კაზიშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და 2019 წლის მარტში მესამე შვილი შეეძინა.
ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე