რეზონანსი
30.10.2023

ამ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ  "უძი­ნარ­თა მზის" ვარსკვლავი დათო კა­ზიშ­ვი­ლი მდუ­მა­რე ბე­რია და მას ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან უჭირს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მის­თვის ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. მან "ამბებთან" სა­უ­ბარ­ში აღნიშნა, რომ სა­ე­რო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და ახლა ოჯა­ხი ჰყავს. დათო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბა უხ­დის ყუ­რა­დღე­ბის­თვის, მაგ­რამ მისი თქმით, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

„არ ვარ მდუ­მა­რე­ბა­ში და არც ბერი ვარ. ბევ­რად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვცხოვ­რობ, ვიდ­რე ვიმ­სა­ხუ­რებ. არა­ფე­რი არ მი­ჭირს, მად­ლო­ბა ღმერ­თს. ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თა... დიახ, გორ­ში ვცხოვ­რობ, აქ ცოლ-შვი­ლი მყავს, შე­მიყ­ვარ­და და შევ­რჩი აქა­უ­რო­ბას.

სპორ­ტსმე­ნი გახ­ლა­ვართ, შე­სა­ბა­მი­სად, ახლა კრი­ვის მწვრთნე­ლი ვარ. კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, ხალ­ხს მად­ლო­ბა გა­და­ე­ცით, მი­ხა­რია, რომ ვახ­სო­ვარ, დახმარებისთვის არ შე­წუხ­დნენ, დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ", - განაცხადა მან.

დათო კა­ზიშ­ვილს სამი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი ჰყავს. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან - 23 წლის გო­გო­ნა ნიკი. 

მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ და­თოს თეკ­ლა შე­ე­ძი­ნა. მო­ნას­ტერ­ში წას­ვლას და ბე­რად აღ­კვე­ცის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­შინ მსა­ხი­ო­ბი სწო­რედ თეკ­ლას დე­დას­თან გან­შო­რე­ბას უკავ­ში­რებ­და, რად­გან ამ ფაქტს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და...

ბე­რო­ბის გზი­დან ერის­კა­ცო­ბა­ში დაბ­რუნ­და და რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. დათო კა­ზიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს და 2019 წლის მარ­ტში მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×