რეზონანსი
30.10.2023

რეგიონული განვითარების მინისტრი ამტკიცებს, რომ არ იცის, რა მოხდა გუშინ ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე, სადაც ივანიშვილის ბაობაბები შსს-ს ჩართულობით გადაჰქონდათ. ირაკლი ქარსელაძემ "პირველებს" ჰკითხა, რიკოთის შესახებ ხომ არ ჰქონდათ კითხვები.

არ ვარ საქმის კურსში, რა ვიცი... რიკოთზე ხომ არ გაინტერესებთ რაიმე? 27 კმ რომ გავხსენით, რომ არის ძალიან კარგი გზა, - ამბობს ქარსელაძე. 

გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც.  ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×