რეზონანსი
30.10.2023

ეს არის ზეპარტიული საკითხი. ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ შეიძლება, - ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

„ოპოზიციამ რატომ შეიცვალა პოზიცია, ეს ჰკითხეთ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც პოზიცია შეიცვალა. მათგან არ არის გასაკვირი ერთი ადგილიდან მეორეზე გადახტომა და არათანმიმდევრული ნაბიჯები. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენი პოზიცია დარჩა ისეთი, როგორიც იყო ყოველთვის - ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ეს იქნება პირდაპირი წინაპირობა იმისა, რომ თუ ხელისუფლება ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ ჩავერთვებით სწრაფი გაწევრიანების პროცესში. თუ არ გადადგამს, საზოგადოება ამას მკაფიოდ დაინახავს და შესაბამის პასუხს გასცემს ხელისუფლებას არჩევნებზე, - აცხადებს ლილუაშვილი.

„ლელოს“ წევრმა სალომე სალადამშვილმა Facebook-ზე დაწერა: „მთავარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის და რაიმე სახის დაცვაა რუსეთის გავლენის გაზრდისგან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×