რეზონანსი
30.10.2023

ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

როგორც მედია წერს, ადგილობრივი თვითმხილველების ინფორმაციით, ტანკები ზაიტუნის გარეუბანში შენიშნეს, რომლებიც ცეცხლს უხსნიან გზაზე მოძრავ ავტომობილებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის სამხედროებსა და ადგილობრივ სამხედრო ჯგუფებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პალესტინის წყაროებმა „ალ ჯაზირას“ განუცხადეს, რომ ისრაელის ტანკები ღაზის სექტორს ორ ნაწილად ჰყოფენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×