რეზონანსი
29.10.2023

აღნიშნული კანონპროექტი არ არის ჩვენი მოგონილი, ბევრ განვითარებული, ევროპულ ქვეყანაში ანალოგიური კანონები მოქმედებს და შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ჯერ კიდევ გარკვეული საფრთხეები, რომ ჯგუფებს ჰქონდეს მცდელობა დაძაბულობისა და არეულობის მოწყობის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ცხადია, ვინც შეეწინააღმდეგება ამას და ვინც ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად შეიძლება, ითქვას, რომ არის იმ რადიკალური კურსის გამტარებელი, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა. უნდა აღინიშნოს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც აქვთ სურვილი დაპირისპირების, ხელისუფლების დამხობის და ვიღაცები შეიძლება, ამას გარედანაც მხარს უჭერდნენ, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან გვინდა, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×