რეზონანსი
28.10.2023

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებები „სიტუაციას არ უშველის". ამის შესახებ BBC იტყობინება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ უსაფთხო, მშვიდობიანი და დაცული ისრაელი, თუმცა არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ „ჰამასი" მიიღებს ან შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას", - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა ისრაელს მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კონფლიქტის ესკალაცია „ჰამასის" ქმედებებმა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×