რეზონანსი
28.10.2023

საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონში სიმშვიდეს, მშვიდობის დამყარებას და ამას ხაზს ვუსვამ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

მისი თქმით, უაღრესად დიდია საქართველოს მნიშვნელობა და ეს სასიხარულო ამბავია.

„პირდაპირ ვიძახი, რომ საქართველო, როგორც მშვიდობისმყოფელი, მნიშვნელოვნად პოზიციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებში და მათ შორის, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს რეგიონს. საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონში სიმშვიდეს, მშვიდობის დამყარებას და ამას ხაზს ვუსვამ. სანდო პარტნიორად რომ აღიქმება საქართველო ყველა სახელმწიფოს მიერ, რომელთანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის არა უბრალოდ დიპლომატიურ, არამედ ზოგადად წარმატებას და გამარჯვებას", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×