რეზონანსი
25.10.2023

დათო ქაცარავას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა, როგორ კვდებოდა მამაჩემი...

სიზმარშივე საზარლად ვტიროდი... მერე მეღვიძებოდა და გაგიჟებული ვეძებდი მამაჩემს.

რომ ვპოულობდი ცოცხალს, ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ...

ვიცოდი, რომ ოდესღაც სიზმარი ახდებოდა.

მთელი ცხოვრება ამ საშინელი წუთის მოლოდინში ვიცხოვრე და როდესაც ეს საშინელი წუთი დადგა, შენს გვერდით არ ვიყავი...

ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდმა კაცმა დამტოვა, ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი გამომეცალა.

მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა იმ ბედნიერებისათვის, რაც შენ მაჩუქე, მადლობა რომ ყოველთვის და ყველგან შემიძლია ვთქვა, მიშა ქაცარავას შვილი ვარ...

ძალიან გამიჭირდება უშენობა. დროებით, მამი..."- წერს დათო ქაცარავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×