რეზონანსი
25.10.2023

მინდა, ევროკომისიას მადლობა გადავუხადო. ბოლო პერიოდში ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათთან კომუნიკაციით და შეთანხმებით გატარდა, ინიცირებული იქნა. მათ შორის შინაარსობრივად იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რაც გავითვალისწინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ეს თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იყო და აქედან გამომდინარე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ყველა იმ საკითხს, რაზეც საუბარი იყო საქართველოში ბორელის ყოფნის დროს, კეთილსინდისიერად ვუპასუხეთ და ცვლილებები განვახორციელეთ. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალისხმევა შეფასდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია წელიწად-ნახევრის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ძალისხმევა იქნება დაფასებულიც და შეფასებულიც.", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×