რეზონანსი
25.10.2023

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქუთაისში, და არა მარტო ქუთაისში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნარკოტიკებს ტკბილეულის შეფუთვით ტოვებენ. ასევე მშობლებს მისდით ხმოვანი შეტყობინებები, სადაც მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და ურჩევენ ბავშვები დაიცვან.

“მეგობრებო გუშინ გავრცელდა შეტყობინება „ვოისის“ სახით, სადაც შემდეგი სიტუაციაა გადმოცემული… სადარბაზოებში, ადამიანთა გარკვეული ჯგუფები დებენ “ჟელიბონის” და ტკბილეულის შეფუთვით რაღაც ნივთიერებებს, სავარაუდოდ, ნარკოტიკებს… გააფრთხილეთ კატეგორიულად ბავშვები არ შეეხონ არაფერს, სხვისი მოწოდებულიც კი არ აიღონ არაფერი! სამწუხაროდ ისეთ დაუცველ რეალობაში გვიწევს ცხოვრება სადაც ყველა და ყველაფერი საშიშია! ამიტომ როგორც შეგვეძლება დავიცვათ ჩვენი შვილები!!!”

“სკოლის ჩატებში ჩააგდეს მამაკაცის ხმით საუბარი რომ რუსეთის მოქალაქეები სკოლის ეზოებში ჟელიბონის ქაღალდებში დებენ ნარკოტიკებს ასევე სადარბაზოებში და ფრთხილად იყვნენ მოსწავლეებიო" – წერენ სოციალურ ქსელსი მოქალაქეები.

ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე კი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„მოკლედ ახალი ამბავი ასეთია:

სადარბაზოებში,სკვერებში, ბაღებში – ე.წ. ჟელიბონის, ტკბილეულის და ბავშვების სხვა საყვარელი სასუსნავების შეფუთვებით, განსაკუთრებით რუსები, ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებენ, სხვადასხვა მისამართზე.

ბავშვებს შესაძლოა ეს ტკბილეული ეგონოთ და შეჭამონ, რაც ცუდ შედეგს მოიტანს.

არ დამზარებია და დღეს რამდენიმე მარკეტში ვიყავი, მოლარეებმა დამიდასტურეს რომ დაახლოებით – 18-30 წლის ასაკის გოგო-ბიჭები ძირითადად ჟელიბონს ყიდულობენ.

ისიც დასძინეს, რომ მათაც უკვირთ ამ ასაკის ადამიანებში ჟელიბონის მოთხოვნა, ამ

ბოლო დროს ასე რამ გაამძაფრა.

ხოდა მეგობრებო, იყავით ყურადღებით და შვილებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება.

ნარკორეალიზატორები მომრავლდნენ, ქვეყანა საფრთხის წინაა.

გავუფრთხილდეთ ჩვენს მომავალს, რადგან ნებისმიერი ნაბიჯი ამ პრობლემის მოგვარებისთვის ბევრ ახალგაზრდას გადაარჩენს.

აღარ დაგვეხოცებიან ბავშვები.

P.S. გადააზიარეთ, რადგან პატარების მშობლებმა განსაკუთრებით მიაქციონ ყურადღება შვილებს!” – წერს ზუკა ნემსაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×