რეზონანსი
24.10.2023

უკრაინასა და მსოფლიოში საბრძოლო მასალების დიდი დეფიციტია, ამიტომ აუცილებელია ქვეყანაში წარმოების პროცესის მოწყობა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„გვაქვს საბრძოლო მასალის დიდი დეფიციტი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. გვესმის, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისინი აქ, უკრაინაში, რადგან მათი მარაგი მთელ მსოფლიოში ამოწურულია. ყველა საწყობი ცარიელია“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, ძირითადი კომპონენტებისა და ნედლეულის გლობალური დეფიციტის გათვალისწინებით, ჭურვების, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის ინდუსტრიის განვითარება ბევრად უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე დრონების.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×