რეზონანსი
23.10.2023

რუსთავში კაცი დაჭრეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, რუთაველის ქუჩაზე 40 წლამდე კაცს მისმა ნაცნობმა, 50 წლამდე მამაკაცმა იარაღიდან გასროლით რამდენიმე ადგილზე ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი კაცი მალევე კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს სადაც მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ბრალდებულის სახით 1 ადამიანი დააკავა. არსებული ინფორმაციით მამაკაცებს წარსულში გარკვეული უთანხმოება ჰქონდთ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×