
რაჭაში, სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა სოციალურ ქსელში შვილის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„დავითისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო დამოკიდებულება და განწყობა ადამიანების მიმართ, ასევე ის თუ როგორ განვითარდებოდა პროფესიულად. რა შესაძლებლობებს მისცემდა დამქირავებელი და როგორ გარემოში იმუშავებდა.
დავითმა თვისი ცხოვრების ძალიან მცირე დროში ბევრი თუ არა, საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო კარგი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და პირნათლად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა. დავითი არ ერიდებოდა სამსახურში კონტრაქტის გაწყვეტას, თუ მისი დამსაქმებელი არ იქნებოდა იმ ღირებულებების მატარებელი, რა ღირებულებებიც თავად ჰქონდა. საქართველოს ბანკი • Bank of Georgia ერთ-ერთი სამუშაო ადგილია, სადაც დათო ბოლო დროს მუშაობდა და აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა. მადლობა მისი გუნდის წევრებს დავითისთვის მიცემული ყველა შესაძლებლობისთვის", - წერს ია მერებაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე