
ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ პატარა მარიამის გადასარჩენად იმაზე გაცილებით მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე საჭირო იყო.
„2 თვის მარიამისთვის გვჭირდებოდა 30 ათასი ლარი. შეგროვდა 63 ათასი. მიყვარხართ“, – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში.
ორი თვის მარიამს არც ერთი დღე არ უცხოვრია საავადმყოფოს გარეთ. ოჯახს სჭირდებოდა 65 ათასი ევრო და თანხის შესაგროვებლად, ოჯახმა ყველაფერი გააკეთა. ბიძამ აიღო კრედიტი, მამა ხელოსანია და ყველაფერი ბანკში ჩადო. დედა „გუდვილში“ მუშაობს და თანამშრომლებმა შეუგროვეს თანხა.
დედების ფონდმა კი 1400 ლარი გადასცა ოჯახს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე