
მრავალპროფილური კლინიკა „ღია გული“ სოციალურ ქსელში ურთულესი და უნიკალური სამედიცინო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. კლინიკის თქმით, ახალშობილი, გაბრიელი, 860 გრამი დაიბადა.
„რთული სამედიცინო შემთხვევა ბედნიერი დასასრულით.
გაბრიელი 860 გრამი დაიბადა, ახლა სრულიად ჯანმრთელია და უკვე 3320 გრამს იწონის. დედის ორსულობა იყო საკმაოდ რთული. 12 კვირის ვადიდან არსებობდა ორსულობის შეწვეტის საშიშროება. ორსულობის პროლონგირებისთვის ჩატარდა უამრავი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა
25 კვირის ვადაზე პაციენტმა დაღვარა სანაყოფო სითხე და დაეწყო სამშობიარობა, რის გამოც ჩატარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთის ოპერაცია.
ახალშობილი გადაყვანილი იქნა კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილებაში, სადაც 4 თვის განმავლობაში კლინიკის ნეონატოლოგებმა თავდაუზოგავად იბრძოლეოს მისი სიცოცხლისთვის.
მეან-გინეკოლოგი – ლიკა ჩანადირი და ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელი – ნანა ბარათელი.
ექიმი გმირია", - წერია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე