რეზონანსი
18.10.2023

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას გმირთა მოედნის განახლება დააანონსა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნულ მოედანზე საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების სისტემები თანამედროვე ლედ სანათებით უნდა შეიცვალოს.

„მინდა, ირაკლი ბენდელიანს გმირთა მოედნის მოწესრიგება დავავალო. აქ ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების ბოძები, ყვითელი განათებებით, ჰაერში გადაჭიმული კაბელებით. აღნიშნული მოედანი მთლიანად განახლებას საჭიროებს. განათების სისტემები მოსაწესრიგებელია და უნდა შემოვიტანოთ თანამედროვე ლედ სანათები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×