
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში, პოლტავის ოლქში მდებარე აგარაკის ფოტოს აქვეყნებს, რომლის სიახლოვესაც დღეს რუსული რაკეტები აფეთქდა.
„ჩემი აგარაკი მდებარეობდა პოლტავის ოლქში, ძალიან ახლოს იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა და დაკრძალულია დავით გურამიშვილი.
გარშემო ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს.
დღეს ამ ადგილიდან 5 კილომეტრში აფეთქდა 3 მძლავრი რუსული რაკეტა.
მოკლედ, ასეთ წყნარ ადგილზეც კი ყველანაირად ანადგურებენ ინფრასტრუქტურას.
კარგი ამბავი ისაა, რომ ამ ზამთარში უკრაინას პრაქტიკულად უორმაგებენ საჰაერო დაცვის სისტემებს და გაზაფხულიდან უკვე გვექნება F16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები“ - დაწერა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე