რეზონანსი
17.10.2023

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მედია დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

"ოკუპირებულ  პალესტინაში ამჟამინდელი ვითარება პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის ლეგიტიმური უფლების ხანგრძლივი უარყოფის,  პალესტინელებისა და მათი ტერიტორიის წინააღმდეგ ისრაელის მუდმივი აგრესიის, პალესტინაში მუსლიმებისა და ქრისტიანების წმინდა ადგილების, მათ შორის ალ-აქსას მეჩეთის მუდმივი შეურაცხყოფისა და ისრაელის რეჟიმის სახელმწიფო ტერორიზმის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების გულგრილობის შედეგია.

პალესტინელებს, რომლებიც ესწრაფვიან საკუთარ უფლებათა აღდგენას, ირანი სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს წინააღმდეგობის მოძრაობისა და ჩაგრული პალესტინელების ძალისხმევას, აქტიურად განახორციელონ თავიანთი თანდაყოლილი და განუყოფელი უფლებები ოკუპაციისა და აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა, ხაზგასასმელია ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ირანი პალესტინელთა ქმედებებში არ ერევა. პალესტინელები თავად წყვეტენ, რა პასუხი გასცენ ოკუპაციასა და სიონისტთა დანაშაულებს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადებები ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში არის ხელახალი ხაზგასმა აღნიშნულ პოზიციაზე და და გაფრთხილება დაძაბულობის შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით ისრაელის რეჟიმის მიერ პალესტინელთა წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების გაგრძელების შედეგად.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არაპირდაპირ განუცხადა ისრაელის რეჟიმს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყვიტოს დანაშაულებრივი ქმედებები ღაზაში. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური ძალისხმევა ხელს შეუშლის ომის არეალის გაფართოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი მოვლენების პროგნოზირება შეუძლებელი იქნება", - აღნიშნულია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მედია დეპარტამენტის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×