
14 წლის გოგონას ბებიის ჩვენების საფუძველზე, გისოსებს მიღმა შესაძლოა მისი ოჯახის სხვა წევრებიც აღმოჩნდნენ. "კურიერი P.S."-მა ექსკლუზიურად მოკლულის ბებიის ჩვენება მოიპოვა. მან შვილმოკლული დედა ამხილა და თქვა, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, გოგო დედამ მშობლიურ სახლში არ დააბრუნა.
"შარშან გავიგე რომ ჩემს მეორე შვილს, ეგანა მაგარამოვას სურდა მისი შვილის აითაჯის ალიმ სადიკოვზე გათხოვება. იმ პერიოდში ბავშვი მხოლოდ 13 წლის იყო. უნდოდა თუ არა გათხოვება - აითაჯისთვის დედამისს არაფერი უკითხავს.
მიმდინარე წლის ზაფხულში, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მას და აითაჯს შეხვდა ალიმ სადიკოვი და მალევე გაქრნენ მისი თვალთახედვიდან. აითაჯმა იმ დღეს დედას ვიღაცის ტელეფონიდან დაურეკა და უთხრა, რომ გამოპარული იყო საგარეჯოში იმ სახლიდან, სადაც სადიკოვმა წაიყვანა. საუბრის დროს აითაჯი ტიროდა და დედა სთხოვდა შველას. ეგანა კახეთში ძმებთან ერთად წავიდა. გადაწყვიტეს, რომ აითაჯი დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, მისი სახლში დაბრუნება იქნებოდა ოჯახის სირცხვილი.
აითაჯს არ სურდა დარჩენა. მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინა, რადგან ბავშვს მათი აზრით, ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა," - ამბობს ბებია ჩვენებაში.
რუსთავი 2
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე