რეზონანსი
15.10.2023

თელავში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. 17 წლის, გელა ჯოხარიძეს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ და ის ამ დრომდე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, დაშავებულს თავის არეში მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული და მისი მდგომარეობა, პირველივე დღეებიდან მძიმე იყო.

ახალგაზრდამ თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლა წელს დაასრულა.

ავტოსაგზაო შემთხვევა კი თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, 7 ოქტომბერს მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ოთხი მგზავრი დაშავდა. 

სამი ახალგაზრდა საავადმყოფოდან მალევე გაწერეს, მეოთხეს კი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა, ერთი კვირის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×