რეზონანსი
15.10.2023

14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ. როგორც ბრალდებულების ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა, საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.

"აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას. 376-ე მუხლის პირველი ნაწილით არის ბრალდება გათვალისწინებული. ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას. ბუნებრივია, ცნობილი იყო, არასრულწლოვანი რომ იყო გარდაცვლილი, აქედან გამომდინარე ბრალდების ნაწილში აღიარებენ. ბრალდების ნაწილში აღიარებენ. სავარაუდოდ სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნება", - განაცხადა ადვოკატმა [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×