რეზონანსი
14.10.2023

ისრაელის ძალებმა რამდენიმე ტერორისტი მოკლეს, რომლებიც ისრაელში ლიბანიდან შეღწევას ცდილობდნენ, - შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ცნობებით, მოკლულია სამი ან ოთხი პირი.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ლიბანში ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ დრონებით დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ ისინი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ბოლო დღეებში ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ისრაელის ძალებსა და „ჰეზბოლას", ასევე მის სხვა მოკავშირე დაჯგუფებებს შორის, ცეცხლის გახსნის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×