
გუშინ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს ტყეში ტრაგედია დატრიალდა. უბედურ შემთხვევას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი ტყეში სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფიდან ტყვია შემთხვევით გაუვარდა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ცოტა ხნის წინ გაირკვა გარდაცვლილის ვინაობა. იგი 27 წლის გიორგი კიკოლაშვილი აღმოჩნდა, რომელიც სოფელ შილდაში ცხოვრობდა.
"ჯერჯერობით, არ ვიცით, რა გარემოებებში მოხდა ტრაგედია. ასე თქვეს, გორიდან ჩასული სტუმრები ჰყავდაო. ძალიან წესიერი, მშრომელი და კარგად გაზრდილი ბიჭი იყო, სასტუმროც ააშენა ნეკრესის მხარეს. ვერც კი მივდივართ მშობლებთან, რა უნდა უთხრა ასეთ დროს ადამიანს", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე