რეზონანსი
12.10.2023

რამ­დე­ნი დღის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­სა­ღე­ბი გახ­სნა. მი­სა­ღე­ბი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გა­იხ­სნა. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სო­ფო­ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებს, თუ რა ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­ღე­ბის" გახ­სნას მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა და ამ იდე­ას აკ­რი­ტი­კებს:

"ახლა შე­მომ­ხვდა "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­ღე­ბის" ფო­ტო­ე­ბი და თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, რომ მა­რი­ნა აბ­რა­მო­ვი­ჩის ინ­სტა­ლა­ცი­აა. კი­დია პი­ჯა­კე­ბი, იქვე დევს ბო­ტა­სე­ბიც და წინ კი ცა­რი­ე­ლი მა­გი­და დგას... კარ­თან წარ­წე­რით: "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი". ოღონდ თა­ვად სუ­ბი­ექ­ტი იქ არ მდე­ბა­რე­ობს.

ჰოდა, რა არის ეს? ეჟენ იო­ნეს­კოს პი­ე­საა აბ­სურ­დის ჟან­რი­დან თუ სპი­რი­ტის­ტუ­ლი სე­ან­სის სივ­რცე? შეხ­ვალ, პრე­ზი­დენ­ტის პი­ჯაკს ჩა­უთ­ქვამ სურ­ვილს და ბო­ტა­სი კი მი­სა­ღე­ბის გამ­ხსნე­ლის ხმით ამოგ­ძა­ხებს: "გა­დაგ­ზავ­ნი­ლია"... აბა, ოთახ­ში თა­ვად არ ზის და...უკაც­რა­ვად, მაგ­რამ რას ამას­ხა­რა­ვებთ ამ კაცს, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტუ­რად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია?!

შე­ხე­დეთ მის ჩარ­თვას სა­სა­მარ­თლო­ზე და დარ­წმუნ­დე­ბით...თუ თავს თვი­თონ­ვე იმას­ხა­რა­ვებს?! ალ­ბათ, არც უმა­გი­სო­ბაა...ცოტა მეტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა რომ მარ­თებ­დეს ყვე­ლას, უთუ­ოდ კარ­გი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნია... "მრევ­ლი" პი­ჯა­კებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­თაც კმა­ყო­ფი­ლია", - წერს ლაშა ბუ­ღა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×