
ქართველი მოდელი, მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ახლობლები და სამოდელო სააგენტო „ჯეიმოდელსი“ ავრცელებს. როგორც ირკვევა, მოდელს მანქანა დაეჯახა. იგი კვირაზე მეტი კომაში იყო, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელოზები ელოდნენ. მძღოლის უპასუხისმგებლობამ გაამწარა არა მარტო მარიშას ოჯახი, სულიერად დაანგრია ბავშვის ყველა ახლობელი, ნათესავი, კლასელი, მეგობარი“.
"როგორ გვჯეროდა რომ იბრძოლებდა და შეძლებდა, ღმერთო“.
"როგორ არ მინდოდა ეს დაგეწერა და მჯეროდა ყველაფერი კარგად იქნებოდა. მართლაც გაფრინდა ანგელოზი“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე