რეზონანსი
07.10.2023

ოქ­ტომ­ბე­რი გარ­და­მა­ვა­ლი თვეა ზა­ფხულ­სა და ზამ­თარს შო­რის. უნდა მო­ამ­ზა­დოთ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, გა­და­ერ­თოთ ცხოვ­რე­ბის სხვა ეტაპ­ზე. ამას­თან, ოქ­ტომ­ბერ­ში ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მზის და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა და დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ორ­კვი­რი­ა­ნი პე­რი­ო­დი გვე­ლო­დე­ბა. ამი­ტომ იყა­ვით ფრთხი­ლი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და მზად ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შე­საც­ვლე­ლად. პროგ­ნო­ზი წა­ი­კი­თხეთ თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი

ოქ­ტომ­ბერ­ში მზე იქ­ნე­ბა თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის სექ­ტორ­ში. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ამ თვე­ში გახ­შირ­დე­ბა პარტნი­ორ­თან ან მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. თქვენ­თვის ეს გახ­დე­ბა მთა­ვა­რი თემა. ამ თვე­ში შე­იძ­ლე­ბა დრო­დად­რო კონ­ფლიქ­ტი გქონ­დეთ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ, მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ თით­ქოს ისი­ნი სრუ­ლად არ იზი­ა­რე­ბენ თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს. თუმ­ცა, მზად იქ­ნე­ბით კომ­პრო­მის­ზე წახ­ვი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში კი სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­საც კი შეს­წი­რავთ სხვებს. ამ თვე­ში და­დე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა შე­საძ­ლოა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს ან თქვენს უფრო მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე გა­დას­ვლას შე­უ­წყოს ხელი. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იქ­ნე­ბა ან­გა­რე­ბი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და არა გრძნო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

კურო

ოქ­ტომ­ბერ­ში მზე გა­და­ვა თქვე­ნი შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სექ­ტორ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ თვე­ში შე­იძ­ლე­ბა ვერ მი­აღ­წი­ოთ რა­ი­მე სა­ო­ცარ შე­დე­გებს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ან კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი გა­დად­გათ კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე, თქვე­ნი და­ჟი­ნე­ბუ­ლო­ბის, სის­წრა­ფი­სა და ყვე­ლაფ­რის დე­ტა­ლებ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბის სურ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, შე­გიძ­ლი­ათ და­იმ­სა­ხუ­როთ თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. თქვე­ნი უფ­რო­სე­ბი და­გა­ფა­სე­ბენ, რო­გორც მცოდ­ნე და შე­უც­ვლელ თა­ნამ­შრო­მელს. თუ ოქ­ტომ­ბერ­ში ახა­ლი სა­მუ­შა­ოს ძი­ე­ბით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, ამ პრო­ცესს უნდა მი­უდ­გეთ იმ თვალ­საზ­რი­სით, თუ რა არის კონ­კრე­ტუ­ლად მო­თხოვ­ნა­დი შრო­მის ბა­ზარ­ზე. თქვენ შეძ­ლებთ იპო­ვოთ ეს თვი­სე­ბე­ბი სა­კუ­თარ თავ­ში და შემ­დეგ თქვე­ნი ძი­ე­ბა წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დეს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას - თუ დიდი ხა­ნია არ ყო­ფილ­ხართ ექიმ­თან, გა­ი­ა­რეთ პრე­ვენ­ცი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

ტყუ­პი

ოქ­ტომ­ბერ­ში მზე და­სახ­ლდე­ბა თქვე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბის, გარ­თო­ბის, თა­მა­შე­ბის და ბავ­შვე­ბის სექ­ტორ­ში. ოქ­ტომ­ბერ­ში მო­გე­მა­ტე­ბათ სხვა­დას­ხვა გარ­თო­ბი­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბი­სად­მი ლტოლ­ვა. ოპ­ტი­მიზ­მით გა­ივ­სე­ბით, შე­გიძ­ლი­ათ უახ­ლო­ეს პარკში წახ­ვი­დეთ კა­რუ­სელ­ზე გა­ერ­თოთ, რა­ტო­მაც არა? აუ­ცი­ლებ­ლად წა­იყ­ვა­ნეთ შვი­ლე­ბი, ეცა­დეთ ამ პე­რი­ოდ­ში მეტი დრო გა­ა­ტა­როთ მათ­თან ერ­თად. ოქ­ტომ­ბერ­ში გექ­ნე­ბათ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მი­ი­პყროთ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და მო­ი­პო­ვოთ ავ­ტო­რი­ტე­ტი პრო­ფე­სი­ულ გა­რე­მო­ში. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო­სებ­თან და­გეხ­მა­რე­ბათ ერთი სა­ფე­ხუ­რით ამაღ­ლდეთ კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მი­ი­ღებთ დი­ვი­დენ­დებს ადრე და­ბან­დე­ბუ­ლი ფუ­ლი­დან.

კირჩხი­ბი

ამ თვე­ში, მო­გი­წევთ დიდი დრო და ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, ოჯახს, სახ­ლს. და გა­საკ­ვი­რი არც არის, რად­გან მზე გა­და­დის თქვე­ნი მშობ­ლე­ბის სახ­ლი­სა და კე­რის სექ­ტორ­ში. მარ­ტო­ხე­ლა კირჩხი­ბებ­მაც კი, რომ­ლე­ბიც ამა­ყო­ბენ თა­ვი­ან­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით, შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნონ ახლო ადა­მი­ა­ნე­ბის და მყუდ­რო სახ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, სა­დაც სურთ სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბა და სა­დაც შეძ­ლე­ბენ იპო­ვონ თავ­შე­სა­ფა­რი. ეს ძა­ლი­ან კარ­გი დროა, რომ კვლავ და­ურ­ე­კოთ მშობ­ლებს, მო­ი­კი­თხოთ მათი ჯან­მრთე­ლო­ბა, პრობ­ლე­მე­ბი და უბ­რა­ლოდ გუ­ლი­თა­დად ესა­უბ­როთ. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ სფე­როს, ახლა მო­გი­წევთ მოთ­მი­ნე­ბა; შე­საძ­ლოა ჩხუ­ბი უფ­რო­სებ­თან და სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი უბ­რა­ლოდ კა­რის გა­ჯა­ხუ­ნე­ბად მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. თუმ­ცა, ნამ­დვი­ლად არ გირ­ჩევთ ამის გა­კე­თე­ბას. ახა­ლი სა­მუ­შა­ოს პოვ­ნა არც ისე ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. და მა­ში­ნაც კი, თუ თქვენ უკვე გაქვთ რა­ი­მე შერ­ჩე­უ­ლი, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ არც იქ იქ­ნე­ბა ბრწყინ­ვა­ლე სი­ტუ­ა­ცია.

ლომი

ოქ­ტომ­ბერ­ში მზე გა­და­ვა თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი ოჯა­ხი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სექ­ტორ­ში. ზო­გი­ერს შე­საძ­ლოა ეგო­იზ­მი გა­გიმ­ძაფ­რდეთ. ახლა არ უნდა შე­ე­ცა­დოთ და­ამ­ტკი­ცოთ სა­კუ­თა­რი ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბა ან უპი­რა­ტე­სო­ბა; გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ისე­დაც დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით გე­პყრო­ბი­ან. მაგ­რამ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი წყე­ნა და კონ­ფლიქ­ტე­ბი გახ­დე­ბა დაბ­რკო­ლე­ბა თქვე­ნი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. მო­გი­წევთ უთან­ხმო­ე­ბის გა­დაჭ­რა. თუ თქვენ შეძ­ლებთ ყვე­ლა­ფერ­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვას, ეს და­გეხ­მა­რე­ბათ მო­ი­პო­ვოთ ავ­ტო­რი­ტე­ტი პრო­ფე­სი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და, შე­საძ­ლოა, პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბაც კი. კარ­გი დროა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. გა­იზ­რდე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან. მათ შო­რის ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან.

ქალ­წუ­ლი

ოქ­ტომ­ბერ­ში მზე გე­ყო­ლე­ბათ ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბი­სა და ქო­ნე­ბის სექ­ტორ­ში. თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ამ თვე­ში. მზე არას­დროს არა­ფერს იძ­ლე­ვა ტყუ­ი­ლად, ის მხო­ლოდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა და თქვენ თვი­თონ მო­გი­წევთ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ შე­მო­სავ­ლის რამ­დე­ნი­მე წყა­რო. ან შეძ­ლებთ გახ­სნათ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და მი­ი­ღოთ შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ გა­დახ­ვი­დეთ ახალ სამ­სა­ხურ­ში უფრო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით. თუმ­ცა, ოქ­ტომ­ბერ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­ი­ყე­ნებთ ნე­ბის­მი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია თქვენ­თვის სარ­გე­ბე­ლი მო­გი­ტა­ნოთ. ამ გზით, შეძ­ლებთ გარ­კვე­ულ ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მი­აღ­წი­ოთ და ცოტა ხნით არ იდარ­დოთ ფულ­ზე.

სას­წო­რი

მზე ოქ­ტომ­ბრის უმე­ტეს ნა­წილს თქვენს ნი­შან­ში გა­ა­ტა­რებს. ბოლო დროს ხში­რად სწი­რავთ თქვენს ინ­ტე­რე­სებს სხვე­ბის გუ­ლის­თვის. ახლა დად­გა დრო, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი თავი და სურ­ვი­ლე­ბი პირ­ველ ად­გილ­ზე უნდა და­ა­ყე­ნოთ. ახლა შე­გიძ­ლია თქვათ რაც გინ­დათ და შე­გიძ­ლია აი­ღოთ ის, რაც გე­კუთ­ვნით. თუ ფიქ­რობთ, რომ უსა­მარ­თლოდ მოგხსნეს და­წი­ნა­უ­რე­ბი­დან, შე­გიძ­ლი­ათ უფ­როს­თან გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა. არც ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბის მო­თხოვ­ნა მო­გე­რი­დოთ. ნუ და­მა­ლავთ თქვენს ღირ­სე­ბებს, პი­რი­ქით, უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და მი­ი­ღოთ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჯილ­დო.

მო­რი­ე­ლი

მზე ოქ­ტომ­ბრის უმე­ტეს ნა­წილს გა­ა­ტა­რებს თქვე­ნი ში­შე­ბის, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის სექ­ტორ­ში. გირ­ჩევთ ამ თვე­ში, მთლი­ა­ნად მი­ა­ტო­ვოთ ის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც ჯერ არ გაქვთ შე­სა­ბა­მი­სი უნა­რი, ან საკ­მა­რი­სი დრო. და­ი­სა­ხეთ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და ფო­კუ­სირ­დით იმა­ზე, რაც ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის. გა­მოვ­ლი­ნეთ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, შე­უ­პოვ­რო­ბა და ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა. თუ ახ­ლა­ხან და­გა­წი­ნა­უ­რეს ან გა­დახ­ვე­დით ახალ სამ­სა­ხურ­ში, ეს თვე უნდა და­უთ­მოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის სა­ფუძ­ლი­ა­ნად შეს­წავ­ლას და დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას. მით უმე­ტეს, თუ დრო­დად­რო გაქვთ კონ­ფლიქ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­ზე­ზე­ბიც არ გეს­მით. თუ არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შაო, რა­ი­მე მი­ზე­ზით, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, მა­შინ შე­საძ­ლოა ახა­ლი ად­გი­ლის ძებ­ნა ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყოთ. ძა­ლი­ან მალე შეძ­ლებთ შე­სა­ფე­რი­სი ვა­რი­ან­ტის პოვ­ნას, მაგ­რამ ხელ­ფა­სი, რო­მელ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, შე­საძ­ლოა იმა­ზე და­ბა­ლი იყოს, ვიდ­რე ელო­დით. რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბა მო­გი­წევთ: უნდა გა­და­წყვი­ტოთ რა არის თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – ბიზ­ნე­სი, რომ­ლის კე­თე­ბა დიდი ხა­ნია გინ­დო­დათ თუ ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

ოქ­ტომ­ბერ­ში მზეს გე­ყო­ლე­ბათ მე­გობ­რე­ბის, დამ­ხმა­რე­ე­ბის, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის სფე­რო­ში. მე­ტად მი­ზან­სწრა­ფუ­ლი უნდა იყოთ, თუ გსურთ მი­აღ­წი­ოთ დამ­სა­ხუ­რე­ბის აღი­ა­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. ახლა გექ­ნე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბი, მაგ­რამ მათი მარ­ტო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა - მე­გობ­რე­ბის ან სა­მუ­შაო კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. მზის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტრან­ზი­ტის წყა­ლო­ბით, თქვენ შეძ­ლებთ იპო­ვოთ არა მხო­ლოდ დამ­ხმა­რე­ე­ბი, არა­მედ სპონ­სო­რე­ბიც. ან თქვენს პრო­ექტს მხარს და­უ­ჭერს ვინ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ეშე­ლო­ნი­დან. კარ­გი დროა თქვე­ნი იდე­ის სა­ფუძ­ველ­ზე ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მოს შე­საქ­მნე­ლად - მას­ში ლი­დე­რი­სა და ინ­სპი­რა­ტო­რის როლს შე­ას­რუ­ლებთ. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, უნდა იბ­რძო­ლოთ სიმ­შვი­დი­სა და ჰარ­მო­ნი­ის­კენ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ ურ­თი­ერ­თო­ბა პარტნი­ორ­თან.

თხის რქა

ამ თვე­ში მზე საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა და კა­რი­ე­რის სექ­ტორ­ში. ეს თვე უჩ­ვე­უ­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. იმ პი­რო­ბით, რომ თქვენ არა მხო­ლოდ და­ამ­ტკი­ცებთ, რომ ხართ შრო­მის­მოყ­ვა­რე და და­ჟი­ნე­ბუ­ლი, არა­მედ გა­მო­ავ­ლენთ საკ­მა­რის დიპ­ლო­მა­ტი­ას, უნარს არ გა­ზარ­დოთ უმ­ნიშ­ვნე­ლო კონ­ფლიქ­ტი და­ვა­ში, არა­მედ შე­არ­ბი­ლოთ ტონი მაქ­სი­მა­ლუ­რად და მო­აგ­ვა­როთ არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა. რაც ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. ოქ­ტომ­ბერ­ში ზედ­მე­ტად მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით სა­კუ­თა­რი რე­პუ­ტა­ცი­ით გამ­ყა­რე­ბით და ამ­ბი­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სურ­ვი­ლით. შე­ე­ცა­დეთ არ ინერ­ვი­უ­ლოთ ამა­ზე: ვარ­სკვლა­ვე­ბი თქვენს მხა­რეს არი­ან. გარ­და ამი­სა, თქვენ ცნო­ბი­ლი ხართ სა­მუ­შაო მიღ­წე­ვე­ბით. თვე შე­სა­ნიშ­ნა­ვია მე­ნე­ჯმენ­ტთან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად შე­საძ­ლო და­წი­ნა­უ­რე­ბას­თან ან ხელ­ფა­სის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მერ­წყუ­ლი

ოქ­ტომ­ბერ­ში მზე იქ­ნე­ბა თქვე­ნი ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის სექ­ტორ­ში. ზო­გა­დად, ეს პე­რი­ო­დი მშვი­დი და ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა. არ გე­ლო­დე­ბათ სირ­თუ­ლე­ე­ბი. ხოლო ასე­თე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ­თან გამ­კლა­ვე­ბა გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ. შე­ე­ცა­დეთ არ იხელ­მძღვა­ნე­ლოთ წყე­ნით და ემო­ცი­ე­ბით, არა­მედ იხელ­მძღვა­ნე­ლოთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შეგ­რძნე­ბით. ოქ­ტომ­ბერ­ში შე­საძ­ლოა წახ­ვი­დეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ სა­ზღვარ­გა­რეთ ან და­ი­წყონ უცხო ენის შეს­წავ­ლა, რათა უშუ­ა­ლოდ და­უ­კავ­შირ­დეთ უცხო­ელ მომ­ხმა­რებ­ლებს და პარტნი­ო­რებს. თუ სამ­სა­ხურ­ში შეც­დო­მებ­ზე მი­გი­თი­თე­ბენ ან თქვე­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის ვა­კან­ტუ­რი პო­ზი­ცი­ის და­სა­კა­ვებ­ლად, ნუ მო­ა­წყობთ შეთ­ქმუ­ლე­ბას, არა­მედ და­რე­გის­ტრირ­დით სას­წავ­ლო, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე.

თევ­ზე­ბი

მზე ოქ­ტომ­ბერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს გა­ა­ტა­რებს თქვე­ნი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, სხვი­სი ფუ­ლი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბის სექ­ტორ­ში. ეს თვე ძა­ლი­ან ორაზ­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა: ზოგი ნერ­ვი­უ­ლობს, რად­გან კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა მო­უ­წევს, ზოგი კი პი­რი­ქით, კარგ მო­გე­ბას მი­ი­ღებს რა­ი­მე სა­ხის სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით. ზო­გი­ერთს ამ თვე­ში მო­გი­წევთ არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი, არა­მედ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რაც. შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას დავა და უთან­ხმო­ე­ბა ქორ­წი­ნე­ბის ან საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×