რეზონანსი
06.10.2023

ქართველი ემიგრანტი, მაკა ზაქარეიშვილი, რომელმაც სამსახურში გონება დაკარგა და უგონო მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.

„მაკა, რომელზეც ვითხოვდით დახმარებას, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს... მაკა იყო ძალიან პოზიტიური, სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი," - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

ცნობისთვის, მაკა ზაქარეიშვილზე რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ მოულოდნელად, სამსახურში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა, გონება დაკარგა და იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×