
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა 14 წლის ლუკა წივილაშვილის ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. 1-წუთიან ვიდეოში ლუკა "შუშანიკის წამებაზე“ ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ არ აინტერესებს მე-5 საუკუნეში ვინ რა რჯული შეიცვალა, ვინ აწამა.
"რა აუცილებელი იყო, იაკობ, ამ ყველაფრის დაწერა, რომ არ დაგეწერა, რა მოგივიდოდა? ვიცი, რომ მე-5 საუკუნეში იყავი, მაგრამ მეტიც არ მინდა ქუჩაში გადამეყარო...“ - ამბობს ვიდეოში ლუკა.
ადამიანების უმრავლესობამ ლუკას ე.წ. ხუმრობა ვერ გაიგო და ვიდეო სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
ახლა ლუკა ამბობს, რომ არ ეგონა ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა მის ხუმრობით ჩაწერილ ვიდეოს.
"შუშანიკში ისეთი სიტყვები წერია, თითქოს სხვა ენას სწავლობ. ძალიან რთულია შინაარსის გამოტანა. ერთ დღეს ვწავლობდი შუშანიკს და გადავწყვიტე პატარა ვიდეო ჩამეწერა "ტიკტოკისთვის“. ასეთ გამოხმაურებას მართლა არ ველოდი.
ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას. ვფიქრობ, არ იყო ამდენი ნეგატივი საჭირო, მით უმეტეს სრულწლოვანი ადამიანების მხრიდან. ხუმრობა არ უნდა გახდეს ბულინგის მიზეზი“, - ამბობს ლუკა წივილაშვილი“, - თქვა სკოლის მოსწავლემ.
მისი თქმით, რაც "ტიკ-ტოკზე“ ვიდეოების განთავსება დაიწყო, ბულინგის მსხვერპლი ხშირად გამხდარა.
"ყოფილა შემთხვევა ქვები უსვრით ბავშვებს ქუჩაში. რამდენიმე დღის წინ ბავშვი მოვიდა, თავში წამომარტყა და წავიდა. "ტიკტოკი“ რომ შევქმენი, ნამდვილად არ ვიყავი ამ ნეგატივისთვის მზად,“- თქვა ლუკა წივილაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე