რეზონანსი
03.10.2023

მომღერალი და მუსიკოსი მაია ბარათაშვილი გადაცემა „შუადღის“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახის შექმნაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მარტო ცხოვრება უყვარს და გათხოვების სურვილი არასდროს ჰქონია.

„ვგიჟდები მარტო ცხოვრებაზე. მარტოობის აღქმას ვერ ვასწრებ. სახლში რომ მივდივარ, ისე მიხარია, შემიძლია მშვიდად დავიდგა ყავა ან ჩაი, მოვუსმინო მუსიკას, წავიკითხო, გავაკეთო ანალიზი. მე არ ვაკეთებ აქცენტს, რომ მარტო ყოფნა კარგია. ოჯახი ძალიან რთულია, გარედან ჩანს გაპრიალებული… ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს. 15 წლიდან მარტო ვარ“, - თქვა მაია ბარათაშვილმა.

მისი თქმით, წნეხი იყო მაშინ, როცა ახალგაზრდა იყო.

„არ მახსოვს, მამას ამაზე ესაუბრა. არასდროს მქონია სურვილი, რომ გავთხოვილიყავი. ადამიანია და ბუნება. არც შვილების ყოლის დიდი სურვილი მქონდა. როგორც ჩანს, ყველა ადამიანს თავისი დამოკიდებულება აქვს…“, - აცხადებს მაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×