
დღეს, რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში. მოკლული 23 წლის ავთო სიხარულიძეა.
სავარაუდო დამნაშავე ადგილობრივია, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა. დანაშული სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მოკლულს, ახლობლები ჯერ კიდევ გუშინ დაბადების დღეს, 23 წლის შესრულებას ულოცავდნენ, დღეს კი, გლოვობენ და სიტყვებს ვერ პოულობენ ოჯახის სანუგეშებლად.
“შვილო, შენ მოგიკვდი;
ღმერთო ასე როგორ გაიმეტეს. გამძლეობა ოჯახს. ნათელში იყოს მისი სული;
ანგელოზი ბიჭი წაგვართვეს;
ღმერთო, რატომ?! სანუგეშო სიტყვებმაც აზრი დაკარგა…
ძალიან მძიმე და ჩვენი რაიონისთვის უმძიმესი დღეა. დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს.
ღმერთო, რა დიდი ტკივილია ჩვენი სოფლისთვის”, - წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.
გურიანიუსი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე