რეზონანსი
27.09.2023

რამდენიმე დღის წინ, გია ბურჯანაძემ საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. მსახიობის თქმით, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ახლა ოპერაციისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ გია ბურჯანაძე თურქეთის იმავე კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა.

"სოსო ისევ თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, მორიგი ქიმიოთერაპია გაუკეთეს და დაახლოებით, 10-11 ოქტომბრისთვის ელიან, რომ შემდგომი შემოწმება გაიაროს და ამის შესაბამისად გადაწყდება, შეძლებს თუ არა თბილისში ჩამოფრენას და ცოტა ხანს აქ ყოფნას. მოგეხსენებათ, იქ ცხოვრება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თან აუცილებელია, რომ გარემო შეიცვალოს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენთვის მოულოდნელად, სოსო ჩვენს საყვარელ მეგობარსა და მსახიობს, გია ბურჯანაძეს შეხვდა. გიაც იქ ყოფილა, ისიც იქ მკურნალობს და ზუსტად იმ პროცესს გადის, რასაც სოსო. ისიც იმედიანად არის, აქვს მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდება. თავიდან ერთმანეთის დანახვა გაუკვირდათ, შემდეგ პოზიტიურ და კარგ ემოციაში გადაეზარდათ. როგორც სოსომ მითხრა, შედარებით ხალისიანად არიან, ყოველდღიურად ნახულობენ ერთმანეთს", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×