
ენი გასიევა ყოფილი მეუღლის, მსახიობის გიორგი ყიფშიძის ბრალდებებს პასუხობს. ყიფშიძე ენიზე ამბობს, რომ „ქლაბერი“ გოგოა და აღარ მოსწონდა, რომ ოჯახური ცხოვრების გამო კლუბში წასვლას ვეღარ ახერხებდა.
„როგორ უნდა ვთქვა შვილებზე უარი, ჩემი მიზანი ის არის, რომ გადმოვიყვანო ჩემთან. უბრალოდ ვერ დალაგდა სიტუაცია ისე, ფინანსური თემაც არის, უნდა ვიქირავო ბინა, ფული მაქვს და ვეძებ. არ მინდა, რომ პატარა და გაურემონტებელ სახლში გადავიყვანო, კომფორტი ხომ უნდა ჰქონდეთ.
ზოგჯერ მე ვიქნები ცუდად და გიორგი მიხედავს, ზოგჯერ გიორგი იქნება ცუდად და მე მივხედავ. ახლა მე ვარ ცუდად პირდაპირ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვეძებ სახლს, ვერ ვიპოვე, გაურკვევლობაში ვარ. სანამ არ დავლაგდები ქუჩაში ხომ არ წავიყვან ბავშვებს? ჩემს გაჭირვებაზე კიდევ წიხლს რომ მაჭერენ და მაზოლზე ფეხს მაჭერენ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა და არ ვემხრობი. ამჟამად ბოლო ერთი თვეა გიორგი უვლის ბავშვებს", - უთხრა ენი გასიევამ "ამბებს".
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე