რეზონანსი
25.09.2023

მსახიობი გია ბურჯანაძე მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. დიაგნოზის შესახებ მსახიობმა გადაცემაში „ნოესთან" ისაუბრა.

„მძიმე ჯვარს ვატარებ ამ დაავადების სახით. ამ დაავადებამ ძალიან გამლახა, ქიომიოთერაპია რთულად გადავიტანე, ახლა ოპერაცია მელოდება. მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს... ძალიან ძვირი ჯდება მკურნალობა. თურქეთშიც მითხრეს - დრო და ფულიო... პირველად დიაგნოზის შესახებ რომ გავიგე, შოკი იყო, სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის. მთელი ჩემი ცხოვრება ვვარჯიშობ სერიოზულად, კედელს გავანგრევდი ისე კარგად ვიყავი. იმ დილითაც, გამოკვლევებზე მივედი, ანალიზები ამიღეს და ექიმი მეუბნება, შენ გაქვს მეოთხე სტადიის სიმსივნე. არადა არ მაწუხებს არაფერი, არანაირი ქრონიკული დაავადება არ მქონია. ამის გაცნობიერება ძალიან რთულია და იწყებ ფიქრს, რა ვქნა ახლა?...",- ამბობს გია ბურჯანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×