|

მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა და მცდელობისა დღემდე ვერ ვათქმევინეთ პრეზიდენტს, რომ მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი თავის ქვეყანას აფასებს ყველაზე კრიტიკულად შემფასებლებზე გაცილებით ცუდად. „საქართველოს კონსტიტუციაში ნამდვილად წერია, რომ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა არის მთავრობის საქმე და პრეზიდენტი ამ უფლებამოსილებას ახორციელებს ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც მას ამ ლეგიტიმაციას მთავრობა აძლევს. ამის გარეშე ის არის არალეგიტიმური პირი ამ ურთიერთობებში. ანუ, პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, თუ თვითნებურად აწარმოებს ამას. ეს არის იურიდიული მხარე, ახლა მორალური და პოლიტიკური მხარე. ადამიანი საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომ ის არ არის მზად სტატუსის მისაღებად, შარშან არ ვიყავით მზადო, მისი ნათქვამია და ახლაც, პარლამენტის ტრიბუნიდან გვითხრა, რომ ჩვენ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს. ხომ იყო ასე, ხომ არ მოგვეჩვენა?! შესაბამისად, ის თავის ქვეყანას აფასებს ყველაზე კრიტიკულად შემფასებლებზე გაცილებით ცუდად", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|