|

მილიონერი ბერძენის ოჯახიდან ქართველმა დამხმარე ქალმა სამ თანამზრახველთან ერთად გამოძიების ცნობით, ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა მოიპარა. დმანისში, ახლობლები "კურიერს" უდასტურებენ, რომ 47 წლის ქალი სალონიკში გახმაურებული ძარცვისთვისაა დაკავებული. ბრალდებული ოჯახს ციხიდან დაუკავშირდა. ის თავს უდანაშაულოდ თვლის. საქმე ეხება სალონიკში მომხდარ ქურდობას, რა დროსაც ერთ-ერთ ბინაში სეიფი მოიპარეს რომელშიც ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და დიდი ოდენობის თანხა ინახებოდა. ადგილობრივები და ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ქალი საბერძნეთში 10 წელზე მეტია ცხოვრობს და ოჯახში დამხმარედ მუშაობს. სეიფიც სწორედ იმ სახლიდან გაქრა, სადაც დმანისელი ქალი იყო დასაქმებული. მას ხელბორკილები ოთხწლიანი გამოძიების შემდეგ დაადეს. გაირკვა, რომ ძარცვის შემდეგ ქალმა საბერძნეთის ტერიტორია დატოვა და უკან მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. ბერძნული გამოძიების ინფორმაციით, ქართველ დამხმარე ქალთან ერთად სეიფის ქურდობაში ბრალდებულია საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე - 39, 52 და 27 წლის მამაკაცები. "კურიერი" მათ ვინაობებს არ ასახელებს, თუმცა სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია, მათ შორის 2018 წელს ავსტრიაში ჩადენილი ქურდობისთვის. სალონიკის პოლიცია ანალოგიური ხელწერით ჩადენილ სხვა დანაშაულებებთან კავშირს იძიებს. მათ შორის სალონიკში მომხდარ კიდევ ერთი ქურდობის ფაქტს, რა დროსაც სახლიდან ასევე სეიფით წაღებულია 250 ათასი ევრო. ეს შემთხვევა უსაფრთხოების კამერებმაც დააფიქსირეს. სეიფის ქურდობაში ბრალდებული ქართველი დამხმარე ქალი ახლა წინასწარ პატიმრობაშია. დანაშაულში თანამონაწილეობისთვის საქართველოს სამ მოქალაქეზე ძებნაა გამოცხადებული.
წყარო: რუსთავი2
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|