
ორი დღეა მედია დათო კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის წყვილის შესახებ წერს. ინტერესი მათ მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, რაც დათო კოდუას ძმამ, ერეკლემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კოდუა, ყოფილ მეუღლესთან ნათია გედევანიშვილთან არის გადაღებული. მოგვიანებით კიდევ ერთი საერთო ფოტო ამჯერად ნათიამ გამოაქვეყნა.
რა ხდება კოდუების ოჯახში ამ თემაზე "ამბები" დათო კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას დაუკავშირდა. კითხვაზე შეურიგდა თუ არა დათო კოდუა მეუღლეს, ღაჭავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რეალურად მის ვაჟს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია.
„ოჯახი არასოდეს მიუტოვებია. ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო და ყურადღებიანი ახლაც არის. შვილებს ხომ გადაყოლილია. ის შემთხვევითი ადამიანი ვინც არის ალექსანდრა, მე არ ვიცი, მე მაგ საქმეში არ ვერევი და არც მაინტერესებს.
მე მაინტერესებს ჩემი ოჯახი, პირადი ოჯახი და შვილების ოჯახი, მეტი არ მაინტერესებს იმის გარეთ რა ხდება. ძალიან გთხოვთ მეტი შეკითხვები არ დამისვათ", - თქვა ღაჭავამ.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ბიზნესმენი დავით კოდუა მეუღლეზე ნათია გედევანიშვილსა და შვილზე ფიზიკური ძალადობის გამო იყო დაკავებული. მისი გათავისუფლების შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია დავით კოდუას ახალი სიყვარულის შესახებ. ახალი სიყვარული მოდელი და ტელესახე ალექსანდრე პაიჭაძეს აღმოჩნდა. 2021 წელს კი საერთო ქალიშვილი ვიქტორია შეეძინათ.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე