რეზონანსი
14.09.2023

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„ჩემო მეგობრებო, ხვდებით, როგორი პრემიერი გვყავს?! ეს "აბიჟნიკები" რა კითხვებს სვამენ: მამამ რატომ დაიქირავაო? დაქალებმა რატომ გადაიხადესო? ქუდი რატომ არ გახურავსო? შენ ეს რატომ ჩაიდინეო კი არა, სხვებმა რატომ და საიდანო? კაცი პრემიერმინისტრია და ერთი "დანაშაული" ვერ ამოუქექეს ნაცარქექიებმა!ხვდებით, როგორი სუფთა ცხოვრებით ცხოვრობს ირაკლი - ეს გემრიელი ქართველი კაცი. 

არადა, სახელმწიფო ქონების განიავებაზე და ბიუჯეტის ფულით ბოზების დაფინანსებაზეა დაჭერილი მათი "დემოკრატიის შუქურა". კორუფციაზე და ნარკომანიაზე იჭერებ ამერიკის პრეზიდენტის შვილს! ამერიკის პრეზიდენტს იმპიჩმენტს უმზადებენ კორუფციის საბაბით. ევროპარლამენტარები კორუფციის ფაქტებზე დაიჭირეს! ხოშტარია რუსეთიდან იკვებება! დედა გიულა 135 მილიონის მფლობელია! უი, ხოოო... გიულა ხომ წიწკვია, რა დროს მისი პენსიონერობაა. მოკლედ რაა... "იაბიჟნიკეთ" და იყავით! ჰო, კიდევ, სალომე დააშანტაჟეთ - ან იმპიჩმენტი, ან მიშას თავისუფლება! ანუ ან სამართალი, ან მიშა! რა სამარცხვინოები ხართ!რას გიშვებათ ეს ღარიბაშვილი“, - დაწერა ხოფერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×