რეზონანსი
12.09.2023

საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი. მიხაილ პოდოლიაკი ამის ერთ-ერთ მიზეზად "ქართული ოცნების" დამამცირებელ დამოკიდებულებას ასახელებს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების მიმართ.

"ომი დასრულდება და პუტინის ვერტიკალის დაცემის შემდეგ ბევრი ქვეყანა სხვაგვარი იქნება, მათ შორის საქართველოც.

ამ პერიოდში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალურად პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო, საკუთარი ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამინდელ პრეზიდენტის დემონსტრაციულად დამცირების გამო. ზურაბიშვილი ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და არის მაქსიმალურად ამაზრზენი ქცევა ხელისუფლების მხრიდან, სახელწოდებით "ქართული ოცნება". საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის, როგორც ასეთის, წევრი," - აცხადებს პოდოლიაკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×